saqarTvelos mdinareebi - sba
სიგრძე | 10.5 კმ |
აუზის ფართობი | 38.5 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.21 მ³/წმ |
მდინარე მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2935 მ-ზე. სიგრძე 10,5 კმ, აუზის ფართობი 38,5 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა - ზამთარში, საშუალო წლიური ხარჯი 1,21 მ³/წმ.